აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ყარაბაღის საკითხზე უახლოეს მომავალში შეხვდებიან
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ელმარ მამედიაროვი და ზოჰრაბ მნაცაკანიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან. ამის შესახებ საუბარია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რეგიონში მათი ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
„ადგილზე ჩასვლის მიზანს შეხების ხაზსა და საზღვარზე არსებული ვითარების შეფასება წარმოადგენდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეებმა ასევე წარადგინეს პროცესის დარეგულირებისთვის შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ წინადადებები. მათ შორის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ზომების შესახებ. შედეგად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე თანხმობა გამოთქვეს.