აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სომხეთთან საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სომხეთთან საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:10 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მძიმედ დაიჭრა. ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში სომხეთმა ოფიციალური ბაქო სასაზღვრო ტერიტორიებზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი.