აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს საზღვარზე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის კონცენტრირებაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებებს უარყოფენ
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს საზღვარზე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის კონცენტრირებაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებებს უარყოფენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს საზღვარზე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის კონცენტრირებაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები და სომხური შეიარაღებული ძალები აქტიურობენ.

ბაქოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალისა და იარაღის მხრივ, ასევე თავდაცვის ახალი ხაზების მომზადება, სანგრების გათხრა, სომხური შეიარაღებული ფორმირებებისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტერიტორიის სიმაგრეების დამონტაჟება და დანაღმვა.

სომხეთი ბრალდებებს უარყოფს. ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ტყუილად ადანაშაულებს სომხეთს საზღვართან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებაში.