სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა

09:52, 20.09.2023

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის განზრახვები მთიან ყარაბაღში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.

„საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, უნდა მიიღონ სასწრაფო პრევენციული ზომები“, – წერს არარატ მირზოიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი