სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის განზრახვები მთიან ყარაბაღში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.
„საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, უნდა მიიღონ სასწრაფო პრევენციული ზომები“, – წერს არარატ მირზოიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.