აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანი ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 10 აპრილს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ცხინვალის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.