აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება. კერძოდ, უწყების ცნობით, იბომბება გერანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები, რის შედეგადაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა.
დილიდან აზერბაიჯანის მიერ საარტილერიო ცეცხლის განახლების შესახებ ცნობებს ავრცელებს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერიც. შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცეცხლი ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იხსნება.