აზაროვის თანაგუნდელი, რომელიც კანადის ნაკრების მეკარეა - მილან ბორიანის თავგადასავალი მსოფლიოს გარშემო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე კანადის ნაკრების მთავარი მეკარე მილან ბორიანია – საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა და მუნდიალზეც ყურადღების ცენტრში მოექცა.
ფიფა-ს დისციპლინურმა კომიტეტმა მასთან დამოკიდებულების გამო დაიწყო საქმის გამოძიება ხორვატიის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის დროს. შეხვედრა ხორვატებმა 4:1 მოიგეს, სადაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.
მილან ბორიანი უნიკალურია იმით, რომ მსოფლიოს 3 კონტინენტზე უთამაშია – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. დღეს კი „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვის თანაგუნდელი და კანადის ეროვნული გუნდის წევრია.
ბორიანი დაიბადა კნინში, სერბულ ოჯახში. შემდეგ ის ბელგრადში გადავიდა, სადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში. მერე კი ოჯახთან ერთად დაიწყო მისი მოგზაურობა. ემიგრაციაში წავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში – ონტარიოში, კანადაში, სადაც მისი ოჯახი დღემდე ცხოვრობს.
მაგრამ კანადაში შენიშნეს არგენტინული კლუბის, „ბოკა ხუნიორსის“ სკაუტებმა, რომლებმაც 2005 წელს ახალგაზრდულ გუნდში აიყვანეს. ორი წლის შემდეგ გადავიდა „რივერ პლეიტში“, „ბოკას“ მთავარ მეტოქეში, სადაც დუბლებში ითამაშა. ორ არგენტინულ კლუბში გამოსვლებს შორის ინტერვალში ასევე მოახერხა ურუგვაის „ნასიონალის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაში. ამჟამად კი სერბეთში თამაშობს.
ამის მიუხედავად, 2010 წლის ნოემბერში ბორიანმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე კანადის სახელით თამაში გადაწყვიტა, როდესაც მას სერბეთის ნაკრებში იწვევდნენ.