ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების მინისტრმა 2017 წელს ავსტრალიური კომპანიის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერთავდასხმის მცდელობაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა, რომლებიც კრემლიდან იმართებოდნენ.
ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში ანგუს ტეილორმა გამოძიების ახალ დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის სამიზნე სამთავრობო უწყებები და ქვეყნის მთავარი კომპანიები იყო. საერთო ჯამში კიბერთავდასხმის საფრთხე 400-მდე კომპანიას დაემუქრა.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთის მთავრობა დგას“, – განაცხადა ტეილორმა.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ კიბერთავდასხმის მცდელობას დასავლელ მოკავშირეებთან განიხილავენ, რაც უპასუხოდ არ დარჩება.