ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა და „ფერარის“ ყოფილმა შეფმა, ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა დაანებონ მიხაელ შუმახერს და საშუალება მისცენ მას საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს.
„მიხაელი ოჯახისა და ნათესავების გარემოცვაში იმყოფება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ შემიძლია მისი რეგულარულად ნახვა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა – ეს პრივატული თემაა. ვფიქრობ, მოვიდა დრო, მიხაელს თავი დავანებოთ და საშუალება მივცეთ – თავისი ცხოვრებით იცხოვროს. გავიმეორებ, მას მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ“, – მოჰყავს ჟან ტოდტის სიტყვები F1i-ს.
პრესაში დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გერმანელმა პილოტმა 2013 წლის დეკემბერში, საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის მძიმე ტრავმა.