ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს კვერცხები ესროლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი კვერცხი სკოტ მორისონს თავში მოხვდა, თუმცა არ გამტყდარა. დაკავებულია 25 წლის ქალი. მისი თქმით, ამგვარი ქმედებით მან ლტოლვილებისადმი მთავრობის დამოკიდებულება გააპროტესტა.ინციდენტი ქალ ქოლბერიში, ავსტრალიის ქალთა ასოციაციის შეხვედრაზე მოხდა.
ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება. სკოტ მორისონი პირველი ავსტრალიელი პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც მიმდინარე წელს კვერცხები ესროლეს. მსგავსი ფაქტი მარტში ულტრამემარჯვენე სენატორ ფრეიზერ ენინგსაც შეემთხვა.