ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს, რომ ავსტრალიამ წყალქვეშა ნავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოიტყუა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს, რომ ავსტრალიამ წყალქვეშა ნავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოიტყუა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი უარყოფს ბრალდებებს, რომ ავსტრალიამ მოიტყუა და აცხადებს, რომ საფრანგეთს უნდა სცოდნოდა გარიგების დარღვევის შესახებ. მორისონის თქმით, მას ესმის საფრანგეთის იმედგაცრუება, მაგრამ ავსტრალიის პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„საბოლოო ჯამში, ეს იყო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებდნენ თუ არა წყალქვეშა ნავები, რომლებიც შენდებოდა, შეესრულებინათ ის სამუშაო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, როდესაც ისინი სამსახურში შევიდოდნენ და ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება დაზვერვისა და თავდაცვის საუკეთესო რჩევის საფუძველზე იყო ის, რომ ეს ასე არ იქნებოდა“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ტელეკომპანია „ფრანს 2“-თან ინტერვიუში თქვა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იყო „ტყუილი, გაორება, ნდობის ბოროტად გამოყენება და უპატივცემულობა“.

პარიზში აცხადებენ, რომ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის ხელშეკრულებამ მოკავშირეებს შორის „სერიოზული კრიზისი“ გამოიწვია. სამი ქვეყნის შეთანხმების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტი გააუქმა. მომდევნო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან საუბარს გეგმავს.