ავსტრალიის პოლიცია მელბურნში თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს
მელბურნში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად განიხილება. ამის შესახებ ავსტრალიის პოლიცია იუწყება.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა თავდაპირველად ავტომობილში ცეცხლი გააჩინა, შემდეგ კი, გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ბოროტმოქმედმა დამორჩილებაზე უარი განაცხადა და პოლიციელებზე თავდასხმით იმუქრებოდა.
სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცეცხლი გაეხსნათ. გულმკერდის არეში მძიმედ დაშავებული თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.