ავსტრალიის ხელისუფლება ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს
ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველთა სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება. მათ შორის კოალების, რომლებსაც სტიქიის გამო უკვე საფრთხე ემუქრება.
მასშტაბური ტყის ხანძრები ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სტიქიამ 100 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი გადაწვა. ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.