ავსტრალიის ღია 2020 - როჯერ ფედერერმა პირველ წრეში მხოლოდ შვიდი გეიმი დათმო
დამაჯერებელი სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობაზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონმა სულ რაღაც საათი და 25 წუთი მოანდომა ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხებას – 6:3, 6:2, 6:2.
შვეიცარიელმა თითქმის უნაკლოდ ითამაშა თავის მოწოდებაზე – 10 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა წააგო, მეორეზე – მხოლოდ სამი, აგრეთვე, ამერიკელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ჯონსონმა ვერ გამოიყენა. თავად ფედერერმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ მოიგო მეტოქის გეიმი.
როჯერმა კარიერაში 21-ედ აიღო სტარტი ავსტრალიის ღიაზე და 21-ედ მოიგო პირველი წრის მატჩი.