ავსტრალიის ღია 2020 – როჯერ ფედერერმა პირველ წრეში მხოლოდ შვიდი გეიმი დათმო

14:36, 20.01.2020

დამაჯერებელი სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობაზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონმა სულ რაღაც საათი და 25 წუთი მოანდომა ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხებას – 6:3, 6:2, 6:2.

შვეიცარიელმა თითქმის უნაკლოდ ითამაშა თავის მოწოდებაზე – 10 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა წააგო, მეორეზე – მხოლოდ სამი, აგრეთვე, ამერიკელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ჯონსონმა ვერ გამოიყენა. თავად ფედერერმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ მოიგო მეტოქის გეიმი.

როჯერმა კარიერაში 21-ედ აიღო სტარტი ავსტრალიის ღიაზე და 21-ედ მოიგო პირველი წრის მატჩი.

მსგავსი