ავსტრალიის ღია 2020 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში მოიგო და 1/16 ფინალში ითამაშებს
მამაკაცებს შორის ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე წრის ბარიერი დამაჯერებლად გაიარა.
სერბ ჩოგბურთელს დიდი წინააღდეგობა არ შეხვედრია მსოფლიოს 146-ე ნომრისგან, იაპონელი ტაცუმა იტოსგან, რომელიც სამი სეტის განმავლობაში ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჯოკოვიჩმა უნაკლოდ ითამაშა პირველ მოწოდებაზე – მხოლოდ სამი ქულა დათმო, თუმცა, მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 56 პროცენტი აიღო. ჯოკოვიჩმა 16 ეისი ჩააწოდა, ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
მესამე წრეშიც ჯოკოვიჩის მეტოქე იაპონელი ჩოგბურთელი იქნება – იოშიჰიტო ნიშიოკა, რომელმაც სამ სეტში მოუგო ბრიტანელ კაილ ედმუნდს. ნიშიოკა კლასიფიკაციის 71-ე ნომერია.