ავსტრალიაში ტროპიკული კუნძულის მეთვალყურეს ვაკანსია გამოაცხადეს.
როგორც დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეძებენ თანამშრომელს, რომელიც კუნძულ ლოუ-აილსზე დასახლდება.
კუნძული ავსტრალიის შტატ ქუინსლენდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
„კუნძულის მეთვალყურეები სამოთხეში ცხოვრობენ. ტროპიკულ კუნძულზე, რომელიც დიდი ბარიერული რიფითაა გარშემორტყმული, წესრიგის დაცვა იოლი არ გახლავთ“, – განაცხადა რიფების დაცვის სამმართველოს დირექტორის მოადგილემ.
კონკურსში გამარჯვებულს მოუწევს კუნძულზე ცხოვრება, შენობებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა, ტუროპერატორებთან ურთიერობა, დალაგება, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ვაკანსიაზე განაცხადების წარდგენა 25 სექტემბრამდეა შესაძლებელი.