ავსტრალიაში შტორმის დროს მეხი 300 000-ჯერ ჩამოვარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
ავსტრალიაში შტორმის დროს მეხი 300 000-ჯერ ჩამოვარდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა ქალაქ გეურიეში მოხდა, სადაც სინოპტიკოსების თქმით, მეხი 7 000-ჯერ ჩამოვარდა.
ავსტრალიაში სტიქიის გამო რამდენიმე საათით გადაიდო ე.წ. ძლიერთა თამაშების გახსნა, რომელშიც ბრიტანეთის სამეფო წყვილი – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ესწრებოდნენ.