ავსტრალიაში რამდენიმე საკონსულოსა და საელჩოს მისამართით საეჭვო ამანათები გაიგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ მელბურნის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, საეჭვო ამანათები ქალაქ მელბურნსა და კანბერაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, პაკისტანის, საბერძნეთისა და ინდონეზიის საკონსულოებსა და საელჩოებში გაგზავნეს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საკონსულოებსა და საელჩოებში თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის, დიპლომატიურ უწყებებში პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საქმის გამოძიება.