ავღანეთში, საპარლამენტო არჩევნებზე ტერაქტების დროს, 15 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი ტერაქტების სერიას საერთო ჯამში, 15 ადამიანი შეეწირა, 110 კი, დაშავდა. ამის შესახებ ცენტრალური აზიის ქვეყნის საინფორმაციო სააგენტო „პაჟვაკი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ აფეთქებას რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვიც შეეწირა.
ავღანეთის 250- მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოსაპოვებლად 2 565 კანდიდატი იბრძვის. მათგან 417 ქალია. თუმცა მოძრაობა „თალიბანის“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების გამო, 7 000 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 5 000 მოქმედებს.
რადიკალური მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებს უსაფრთხოებას 70 ათასზე მეტი სამართალდამცველი იცავს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები არჩევნებიდან 20 დღის შემდეგ, 10 ნოემბერს გახდება ცნობილი.