ჯალალაბადში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 70 ადამიანი დაშავდა
ჯალალაბადში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 70 ადამიანი დაშავდა

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 70 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ქალაქში ექვსი აფეთქება მოხდა. ექსტრემისტებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ავღანეთში დღეს დამოუკიდებლობის 100-წლისთავს აღნიშნავენ.