AusOpen 2018–ზე ქალებს შორის მეორე სათამაშო დღე დაიწყო და ჯერ ფავორიტები გამარჯვებას ახერხებენ.
დიდი ინტერესს იწვევდა რუსი მარია შარაპოვას გამოსვლა, რომელმაც შარშან გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა დისკვალიფიკაციის გამო.
შარაპოვას პირველი მეტოქე გერმანელი ტატიანა მარია იყო, რომელიც მსოფლიოს 47-ე ჩოგანია და რუსზე ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება. ანგარიშით მიხედვით (6:1, 6:4), შარაპოვამ თითქოს იოლად მოიგო, თუმცა, რუსს მეორე სეტში ძალიან გაუჭირდა – 1:3 ჩამორჩა,თუმცა ბოლოსკენ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და საათსა და 20 წუთში მოგება.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
შარაპოვა (რუს)-მარია (გერ) 6:1, 6:4
ვესნინა (რუს, 16)-ჟაბორი (ტუნ) 6:3, 6:4
პერა (აშშ)-ბლინკოვა (რუს) 6:2, 6:2
არუაბარენა (ესპ)-ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:1, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 20)-ანი (აშშ) 6:1, 7:5
საფაროვა (ჩეხ, 29)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 7:5, 6:3.