„ატლეტიკმა“ მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუგრძელა
„ატლეტიკმა“ მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუგრძელა

ბასკურმა საფეხბურთო კლუბმა „ატლეტიკმა“ მთავარ მწვრთნელს ასიერ გარიტანოს კონტრაქტი გაუგრძელა. შეთანხმება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება ბილბაოელთა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

გარიტანოს ხელმძღვანელობით, „ატლეტიკმა“ ესპანეთის თასის ფინალში გააღწია, სადაც ბასკურ დერბიში „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება. 44 წლის ესპანელი სპეციალისტი კლუბში 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობს. ბასკურ კლუბამდე ის „ეიბარს“, „ვალიადოლიდს“ და „დეპორტივოს“ წვრთნიდა.