უკვე მესამედ - ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს „ატლეტიკი“ ჩაიბარა #1TVSPORT
უკვე მესამედ - ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს „ატლეტიკი“ ჩაიბარა #1TVSPORT

ბილბაოს „ატლეტიკმა“ ერნესტო ვალვიერდეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამოაცხადა. რა პერიოდით გაფორმდა ხელშეკრულება 58 წლის სპეციალისტთან, ჯერჯერობით უცნობია.

სინტერესოა, რომ ვალვერდემ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბილბაოს „ატლეტიკი“ უკვე მესამედ ჩაიბარა. მანამდე ის ბასკურ კლუბს 2003-2005 და 2013-2017 წლებში წვრთნიდა.

ვალვერდეს ეკუთვნის რეკორდიც – მან „ატლეტიკი“ მწვრთნელის რანგში მოედანზე ყველაზე მეტჯერ, 306-ჯერ გაიყვანა.

ერნესტო ვალვერდე „ატლეტიკში“ 1990-1996 წლებში თამაშობდა კიდეც და რა თქმა უნდა, მისთვის ბილბაოს „ატლეტიკი“ ძალიან კარგად ნაცნობი გუნდია.

ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონი ბასკურმა კლუბმა მერვე პოზიციაზე დაასრულა.

დატოვე კომენტარი