ესპანეთის სუპერთასზე „ელ კლასიკო“ არ იქნება – ბასკებმა „რეალი“ დაამარცხეს (ვიდეო)

10:31, 15.01.2021

ესპანეთის სუპერთასის მეორე ფინალისტი ბილბაოს „ატლეტიკი“ გახდა რომელმაც მადრიდის „რეალის“ დამარცხება მოახერხა. ბასკებმა მადრიდში გამართული მატჩის პირველი ტაიმი რაულ გარსიას დუბლით 2:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. ერთადერთი რაც „რეალმა“ შეძლო, კარიმ ბენზემას გოლი იყო, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2:1 ბილბაოს „ატლეტიკის“ სასარგებლოდ.

ბასკების მეტოქე სუპერთასის ფინალში „ბარსელონა“ იქნება, რომელმაც „რეალ სოსიედადი“ პენალტების სერიაში დაამარცხა

მსგავსი