ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

11:20, 14.06.2020

ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ერიკ შილდსმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, აფროამერიკელ რეიშარდ ბრუქსს ესროლა.

27 წლის რეიშარდ ბრუქსს პოლიციის ოფიცერმა პარასკევს საღამოს ესროლა. ინციდენტი ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი