ატლანტის მერი გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ
ატლანტის მერი გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ.
„თუ გუშინ ღამით აქციაზე იმყოფებოდით, თქვენ სავარაუდოდ „კოვიდ-19“-ის ტესტის ჩატარება გჭირდებათ. ამერიკაში ჯერ კიდევ არის პანდემია, რომელიც შავ და ყავისფერ ადამიანებს კლავს, თან ძალიან ბევრს“, – განაცხადა კეიშა ლენს ბოთომსმა.
ანალოგიური მოწოდება გაკეთდა ნიუ იორკშიც. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ექიმმა თეოდორ ლონგმა, რომელიც „კოვიდ-19“-ის კონტაქტების დადგენის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე იყო, მოუწოდა, დაუყონებლივ ჩაიტარონ ტესტი ახალ კორონავირუსზე და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.