ატლანტაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

01:14, 28.06.2019

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გამვლელი ავტომობილიდან გახსნეს. ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ.

მსგავსი