ატლანტაში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზია გაძარცვეს და 42 თოფი წაიღეს
ატლანტაში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზია გაძარცვეს და 42 თოფი წაიღეს

ატლანტაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული აქციებისა და ძარცვის შემთხვევების დროს ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიაც გაძარცვეს და 42 თოფი მოიპარეს. ამის შესახებ „ფოქს ნიუსს“ თავად მაღაზიის მფლობელმა განუცხადა.

ჩაკს ფაირარმის“ მფლობელმა, ჯიმ ჰინსდეილმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი მაღაზია პირველად გაძარცვეს.

„მათ ისარგებლეს იმით, რომ პოლიციას ჩვეულებრივი დანაშაულებისთვის არ ეცალა. მათ 500-დან 4,200 დოლარამდე ღირებულების 42 იარაღი მოიპარეს“, – აცხადებს ჰინსდეილი.

მაღაზიის მფლობელის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ქუჩაში მოხვდა.