ატლანტაში, გოლფის ტურნირისას მეხის დაცემის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ატლანტაში, გოლფის ტურნირისას მეხის დაცემის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

აშშ-ში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სიახლოვეს მოხდა, სადაც გოლფის ტურნირი მიმდინარეობდა.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, დაშავებულები სპორტული შეჯიბრის მაყურებლები არიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, მეხი გოლფის მოედანზე მდგარ ხეს დაეცა. დაზარალებული გულშემატკივრების მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. მომხდარის გამო, გოლფის ტურნირი დროებით შეწყდა.