ათენში ქარიშხლისა და ელვის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებში ქარიშხალმა და ელვამ რამდენიმე ადგილას ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ხანძარი დაფიქსირდა ათენის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებში: დიონისოსში, მარათონსა და ჩალანდრიში.
სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ დაზარალებულ რაიონებში სახმელეთო და საჰაერო ძალები გაგზავნეს.
ამავდროულად, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ახალი გაფრთხილება გამოსცა საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში მოსალოდნელი შტორმის შესახებ.
მათივე ცნობით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.
მანამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ზაფხულში მოსალოდნელი ტყის ხანძრების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა.