ამერიკის შეერთებულ შტატებში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი პირი ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეული დაბალი ხილვადობის გამო მოხდა. ლუიზიანაში მცხოვრებ 58 წლის ქალს კი ხე დაეცა. წყალდიდობის და ქარბუქის შედეგად ასევე დაშავდა ორი პირი.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მისისიპისა და ლუიზიანას შტატებშია, სადაც გადაუღებელი წვიმის და თოვლის შედეგად ასობით სახლი დაიტბორა. სტიქიის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ათასობით ავიარეისი გადაიდო. უსაფრთხოების მიზნით დროებით დახურულია ავტომაგისტრალები. გარკვეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა ამ დრომდე მოქმედებს.
ამერიკელი სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქარბუქი ნიუ იორკის შტატის დასავლეთ ნაწილსაც და პენსილვანიას დაატყდება თავს.