აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო
გამოძიების ვერსიით, დაჯგუფება, რომელშიც ხურციძე შედიოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური ვაჭრობით და თაღლითობით იყო დაკავებული. თუკი სასამართლო ავთანდილ ხურციძეს დამნაშავედ სცნობს, მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავთანდილ ხურციძემ პროფესიონალურ რინგზე 33 ბრძოლა მოიგო, მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა. 2017 წლის ივლისში იგი WBO-ს ტიტულისთვის ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს უნდა დაპირისპირებოდა.