აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო
აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში WBO-ს ტიტულის ყოფილი პრეტენდენტის, ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ხურციძე ნიუ-იორკში, 2017 წლის ზაფხულში, პოლიციის, შინაგანი დაზვერვის და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ერთობლივი რეიდისას დააკავეს. ქართველ მოკრივესთან ერთად 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, რომლებიც გამოძიების ვერსიით რუსულ მაფიასთან იყვნენ კავშირში. 

გამოძიების ვერსიით, დაჯგუფება, რომელშიც ხურციძე შედიოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური ვაჭრობით და თაღლითობით იყო დაკავებული. თუკი სასამართლო ავთანდილ ხურციძეს დამნაშავედ სცნობს, მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავთანდილ ხურციძემ პროფესიონალურ რინგზე 33 ბრძოლა მოიგო, მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა. 2017 წლის ივლისში იგი WBO-ს ტიტულისთვის ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს უნდა დაპირისპირებოდა.