აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით 160 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ვირუსით ქვეყანაში 160 255 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 895 868 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.