ვოლოდიმირ ზელენსკი – სამმხრივი ფორმატი იყო კონსტრუქციული და შინაარსიანი, მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება, ომის განმეორების ასაცილებლად საჭიროა ქმედითი მექანიზმები

20:05, 10.11.2026

სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო, მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და მათი შესაძლო პარამეტრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების არსი და იმ გარანტიების საფუძვლები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან მოქმედებას.

„ომის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქმედითი მექანიზმები. ასევე, საუბარი შეეხო დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. ჩემს გუნდს მკაფიო მითითებები მივეცი შემდგომი დიალოგისთვის, როგორც ხვალინდელ სამმხრივ ფორმატში, ისე მომდევნო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან. მთავარი მიზანი მშვიდობასთან რეალურად დაახლოებაა. უკრაინის მხრიდან იქნება მხოლოდ შედეგიანი, მაღალი ხარისხის და გულწრფელი მუშაობა. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს – სანდო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი