Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს

20:33, 10.11.2026

Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს.

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 71%-ს (მათ შორის დემოკრატების – 93% და რესპუბლიკელების 51%-ს) სურს, აშშ-ის კონგრესმა ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ კანონმდებლობა მიიღოს.

ამავდროულად, გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ნაწილი შეშფოთებულია, რომ დემოკრატებმა, შეიძლება, გამოიყენონ თავიანთი ახალი უფლებამოსილება ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი სარჩელის შესატანად.

გამოკითხულთა დაახლოებით 42%-მა განაცხადა, რომ ახალი კონგრესის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა „ქვეყნისთვის ცუდი“ იქნება, ხოლო 33%-ს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება.

ამასთან, გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას.

არსებული ინფორმაციით, Reuters/Ipsos-მა კვლევა ოთხი დღის განმავლობაშო ონლაინ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1705 ზრდასრული ამერიკელი, ცდომილების ზღვარი დაახლოებით 2%-ია.

მსგავსი