აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 53 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 53 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 53 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „გარდიანი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კორონავირუსული ინფექცია, საერთო ჯამში, 8 100 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 593 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 219 000-ს აჭარბებს.

ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.