პარიზის რამდენიმე უბანში არასრულწლოვნებისთვის კომენდანტის საათი აღდგა, 18 წლამდე პირებს, რომლებსაც არ ახლავთ, სულ მცირე, ერთი კანონიერი წარმომადგენელი, კონკრეტულ ზონებში გადაადგილება ეკრძალებათ

17:30, 30.10.2026

პარიზის პოლიციის პრეფექტურამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში არასრულწლოვნებისთვის კომენდანტის საათი აღადგინა. ახალი წესების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც თან არ ახლავთ, სულ მცირე, ერთი კანონიერი წარმომადგენელი, განსაზღვრულ ზონებში ღამით გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა ეკრძალებათ. მშობელთან ერთად მყოფ მოზარდებს შეზღუდვა არ შეეხებათ.

აკრძალვა იმოქმედებს საღამოს 09:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, სამი ღამის განმავლობაში.

პრეფექტურის განმარტებით, შეზღუდვა იმ მიზეზით დაწესდა, რომ ჰელოუნი და აქციები ერთ დროს იმართება. ამასთან, გარე დუ ნორისა და გარ დე ლიონის სადგურების გარშემო „დაცვის ზონა“ შეიქმნა. იქ აკრძალულია საპროტესტო ხასიათის ნებისმიერი შეკრება, პიროტექნიკის ტარება და გამოყენება, ასევე სამართალდამცველთა მოქმედებების შემაფერხებელი დამცავი აღჭურვილობის ტარება. ზონაში შესულ პირებს, შესაძლოა, შემოწმება და ჩხრეკა ჩაუტარდეთ.

გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედანსა და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ხვალიდან ამოქმედდება.

მსგავსი