დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება – „ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს.
„ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას.
მანამდე დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანზე დარტყმას არ განახორციელებს.