აშშ-ში დოპინგის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
აშშ-ში დოპინგის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს წინადადებას ახალ კანონზე, რომლითაც დოპინგის გამოყენებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება. ამ კანონს „როდჩენკოვის აქტი“ ერქმევა – მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორის, გრიგორ როდჩენკოვის საპატივცემულოდ.

კანონში ამგვარი პუნქტები იქნება:

– დამნაშავეების მილიონი დოლარით ან 10 წლამდე პატიმრობით დასჯა დოპინგის გამოყენების, დამზადების ან გავრცელებისთვის. ეს ეხება მნიშვნელოვან ტურნირებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ აშშ-ის სპორტსმენები;

– შესაძლებლობა მიეცეთ სუფთა სპორტსმენებს, მოითხოვონ სამართალი, თუ მათ სხვა სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღებით, მედლები და ჰონორარები დაკარგეს;

– დაცულ იქნას ინფორმატორები შურისძიებისგან;

– მიეცეს აშშ-ს უფლება – მიიღოს მტკიცებულებები უცხოური წყაროებიდან.