რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს დოპინგს ედავებიან
რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს დოპინგს ედავებიან

„ვალენსიასა“ და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი დენის ჩერიშევი ​აკრძალული პრეპარატების გამოყენებაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინგლისურმა გაზეთმა The Telegraph-მა დაწერა.

ესპანეთის ანტისადოპინგო სააგენტო შეშფოთდა ფეხბურთელის მამის, დიმიტრი ჩერიშევის სიტყვების გამო. მან ახსენა ზრდის ჰორმონის ინექცია, რომელიც ფეხბურთელს „ვილიარეალში“ თამაშის პერიოდში გაუკეთეს.

სააგენტო აპირებს, დაადგინოს – როგორ მოხვდა ეს პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. აღნიშნავენ, რომ გამოძიების პროცესში ესპანელ დოპინგოფიცრებს კავშირი ექნებათ მსოფლიოსა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოებთან.

ზრდის ჰორმონის გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ჩერიშევის მიმართ გამოძიება მისი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.