პუტინი - რუსეთმა ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს
პუტინი - რუსეთმა ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს

მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორ როდჩენკოვის ადვოკატმა, ჯიმ უოლდენმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომელზეც ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ნორმების დაცვის საკითხები განიხილებოდა თავისი კლიენტის განცხადება წარადგინა.

„ისევ მინდა ბოდიში მოვუხადო მთელს მსოფლიოს იმის გამო, რომ ვიყავი რუსული დოპინგის სისტემის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო ასპონსორებდა. მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოში ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, ბრძანებებს ვიღებდი ზემოდან, რუსეთის ხელისუფლებისგან. პუტინი ამბობდა: „რუსეთმა უნდა მოიგოს ნებისმიერ ფასად”. სპორტის სამინისტრომ მიიღო და შეასრულა ეს ბრძანება – ძალიან გააუმჯობესა აკრძალული პრეპარატების საიდუმლოდ მიწოდების ხერხები. უარი სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.

იმედია, ჩემი რთული გადაწყვეტილება – სიმართლის მოყოლა, რეფორმებამდე მიგვიყვანს. მჯერა, რომ ჰელსინკის კომისიის წამყვანი როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს. მხარს ვუჭერ კანონმდებლობაში ცვლილებებს. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ საკანონმდებლო აქტს, შესაძლოა, ჩემი სახელი ეწოდოს. იმედია მომავალშიც დავრჩები იმ ძალად, რომელიც სიკეთეს ეხმარება“, – წერია როდჩენკოვის განცხადებაში.