აშშ-ში ბრიტნი გრაინერის რუსულ ციხეში პატიმრობაზე ფილმს გადაიღებენ #1TVSPORT
ტელეკომპანია ESPN-ი და კინოკომპანია Disney გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს ამერიკელ კალათბურთელზე ბრიტნი გრაინერზე, – ამის შესახებ იტყობინება ESPN-ი.
მხარეებმა ასევე კონტრაქტი გააფორმეს მხატვრულ სერიალზე. ორივე პროექტი შეეხება „ფინიქს მერკურის“ კალათბურთელის რუსულ ციხეში პატიმრობას.
აღნიშნავენ, რომ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური კადრები და ჩანაწერები, რომლებიც გაკეთებულია გრაინერის ციხეში ყოფნისას.
შეგახსენებთ, რომ გრაინერმა თითქმის ერთი წელი გაატარა რუსულ ციხეში, რისი მიზეზიც იყო ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეტანა. გასული წლის დეკემბერში ის „სიკვდილით მოვაჭრე“ ვიქტორ ბუტში გაცვალეს, რომელსაც აშშ-ში 25 წელი მიუსაჯეს იარაღით ვაჭრობისთვის.