ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „სალი“ ემუქრება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში გააკეთეს.
მეტეოროლოგების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე სავარაუდოდ 85 კმ/სთ-ში მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ის მეორე კატეგორიის ქარიშხალია.
სტიქია აშშ-ის სანაპიროს სავარაუდოდ სამშაბათს მიაღწევს. თუ ქარიშხლის გადაადგილების მარშრუტი არ შეიცვლება, ის გადაუვლის ლუიზიანას, ფლორიდას, მისისიპისა და ალაბამას.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალმა შესაძლოა, უხვი ნალექი და წყალდიდობა გამოიწვიოს.
„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ახალი ორლეანის ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებლებმა ევაკუაციის განკარგულება უკვე მიიღეს.