ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა იმ 17 ჰოკეისტის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატში. სულ გუნდის განაცხადში უნდა იყოს 25 ჰოკეისტი.
ჯერჯერობით, ამერიკელთა შემადგენლობაში არიან:
მეკარეები: კეიდენ პრიკო (ლავალი, AHL), ტეტჩერ დემკო (ვანკუვერი), კორი შნაიდერი (ნიუ ჯერსი);
მცველები: რაიან სუტერი (მინესოტა), ალეს მარტინესი (ლოს ანჯელესი), ქუინ ჰიუზი (ვანკუვერი), ბრეიდი სკიეი (რეინჯერსი);
ფორვარდები: ჯეკ აიკელი (ბაფალო), ალექს დებრინკატი, პატრიკ კეინი (ორივე – ჩიკაგო), კრის კრაიდერი (რეინჯერსი), კლეიტონ კელერი (არიზონა), ჯეიმს ვან რიმსდიკი (ფილადელფია), კოლინ უაიტი (ოტავა), ლუკ გლენდენინგი, დილან ლარკინი (ორივე – დეტროიტი), ფრენკ ვარტანო (ფლორიდა).
ამ გუნდის კაპიტანი „ჩიკაგოს“ ლიდერი პატრიკ კეინი იქნება, – წერს აშშ-ის ჰოკეის ფედერაცია. 2018-2019 წლების სეზონში კეინმა 81 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 110 ქულა (44+66) დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატი სლოვაკეთში 10-26 მაისს გაიმართება.