აშშ-მექსიკის საზღვართან 11 ადამიანი მოკლეს
Police officers look on as family members and neighbors react near a crime scene where the bodies of several people were found inside a house, days before the visit of Mexico's President-Elect Andres Manuel Lopez Obrador, in Ciudad Juarez, Mexico August 3, 2018. REUTERS/Jose Luis Gonzalez
აშშ-მექსიკის საზღვარზე მდებარე ქალაქში 11 ადამიანი მოკლეს. 3 ქალისა და 8 მამაკაცის ცხედარი ქალაქ სიუდად ხუარესში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯერ გარდაცვლილთა იდენტიფიცირება არ დასრულებულა, თუმცა პოლიცია მომხდარს კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტს უკავშირებს. საქმის გამოძიებაში ჩართულია პროკურატურაც.
აღსანიშნავია, რომ მკვლელობა სიუდად ხუარესში მექსიკის ახალარჩეული ლიდერის ამ ქალაქში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც ცნობილია, ლოპეს ობრადორი სიუდად ხუარესში სამშაბათს ჩავა, სადაც ის მექსიკაში ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ლუის ობრადორმა, რომელიც მექსიკის ლიდერად პირველ ივლისს აირჩიეს, პირობა დადო, რომ კორუფციას შეებრძოლება და კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებას ეცდება.