აშშ-მა თურქეთს რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა
მაშშ-მა თურქეთს C-400 ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა. „როიტერის“ ინფორმაციით, სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების ორგანო და მისი თავმჯდომარე ისმაილ დემირი კიდევ სამ თანამშრომელთან ერთად მოხვდა.
ანკარამ C-400 რუსეთისგან 2019 წლის ზაფხულში შეიძინა, რის შემდეგაც ნატო-ს მოკავშირე ანკარას ვაშინგტონმა მათი დემონტაჟი მოსთხოვა, ასევე უარი უთხრა F-35-ის სარეალიზაციო პროექტზე.
თურქეთმა სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო და „საშინელ შეცდომად“ შეაფასა. ანკარამ ვაშინგტონს მოუწოდა, გადახედოს „უსამართლო გადაწყვეტილებას“.