აშშ-მა თურქეთს რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა

04:46, 15.12.2020

მაშშ-მა თურქეთს C-400 ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა. „როიტერის“ ინფორმაციით, სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების ორგანო და მისი თავმჯდომარე ისმაილ დემირი კიდევ სამ თანამშრომელთან ერთად მოხვდა.

ანკარამ C-400 რუსეთისგან 2019 წლის ზაფხულში შეიძინა, რის შემდეგაც ნატო-ს მოკავშირე ანკარას ვაშინგტონმა მათი დემონტაჟი მოსთხოვა, ასევე უარი უთხრა F-35-ის სარეალიზაციო პროექტზე.

თურქეთმა სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო და „საშინელ შეცდომად“ შეაფასა. ანკარამ ვაშინგტონს მოუწოდა, გადახედოს „უსამართლო გადაწყვეტილებას“.

მსგავსი